- პროექტის სახელი: ოხვამეკარი – ჩემთვის ნაცნობია ეს ტაძარი?
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ამ ტაძარზე ინფორმაციის მოძიება– შეგროვება.
- პროექტის აქტუალობა: მხატვრული ნაწარმოები აღძრავს სურვილს მეტი გაიგონ ტაძარზე, თავიანთ კუთხეზე. პარალელი გაავლონ რეალურ ფაქტებსა და მხატვრულ ნაწარმოებს შორის. გაეცნობიან ტაძრის ისტორიას; გეოგრაფიულ მდებარეობას; მეგრულ ფოლკლორულ წყაროებს.
- პროექტის მიზანი: შეძლებენ მსჯელობას მოძიებულ მასალაზე და ჯგუფური მუშაობით საკითხებში ჩაღრმავებას.
- მოსწავლეთა ასაკი: 15–17 წელი;
- ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძენენ კვლევის , სოციალურ უნარ–ჩვევებს; გაეცნობიან საქართველოს ისტორიას; დაათვალიერებენ კონკრეტულ ტაძარს; შექმნიან ფოტო ალბომს და ვებ–გვერდს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 11-ე კლასის სახელმძღვანელო: ქართული ენა და ლიტერატურა. (ავტ. თ.ვასაძე, ნ. შარაშენიძე) ინტერნეტი, ფოტოაპარატი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იკვლევენ–სად მდებარეობს ოხვამეკარი; ოხვამეკარის ტოპონიმიკა–წარმართული და ქრისტიანული კულტურის ნაერთი; მიქელ–გაბრიელობა(მიქანგარიობა) წარმართული გადმონაშთი ქრისტიანულ ტაძარში(ხალხური გადმოცემების შეგროვება); დავით აღმაშენებლის ქვა– მითი და რეალობა; რაიმე კავშირი თუ აქვს დავით მეფეს სამეგრელოსთან და კერძოდ ამ ტაძართან? ჰყავს პროტოტიპი პანტე ჯაავას? სოციალური ქსელების საშუალებით კავშირების დამყარება (სკოლასთან, სოფლის მკვიდრთან,დაინტერესებულ პირთან) ვისგანაც საჭირო ინფორმაციის მოპოვება შეიძლება; ექსკურსიის მოწყობა; ტაძრის აგების თარიღი, ისტორია (მოძიებული ინფორმაციის გადამოწმება); ფოტომასალის შექმნა და სლაიდებად აწყობა; ალბომის – ვებ-გვერდის შექმნა; ნახვა სპექტაკლისა ''ძველი სამრეკლო'' (მთავარ როლში გ. გეგეჭკორი), ერთმანეთისთვის შთაბეჭდილების გაზიარება, პარალელების გავლება ნ. წულეისკირის მოთხრობა ,,დავით აღმაშენებლის ქვა" და პიესას შორის;
- საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტირია, გეოგრაფია, რელიგია, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
- პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ნათია ქირია
- პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: natiaqiria@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: natiaqiria.blogspot.com/
Friday, March 30, 2012
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)